Financial Experts Corporation (FEC) აუდიტისა და ფინანსური სერვისების გლობალურ ლიდერებს 2024 წლის TAG Alliances Fall საერთაშორისო კონფერენციაზე, კიდევ ერთხელ, პრაღაში შეუერთდა. როგორც TAG Alliances-ის აქტიური წევრი, წელს, FEC-ი 3-დღიან კონფერენციაზე უკვე ასოცირებული პარტნიორის ამპლუაში წარსდგა. შეხვედრების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სიღრმისეულ სესიებსა და ქსელურ ღონისძიებებში, სადაც მათთან ერთად ჩართულები იყვნენ ექსპერტები მთელი მსოფლიოდან.
2024 წლის კონფერენციის მნიშვნელოვანი მომენტები
წელს, კონფერენციაზე ინტენსიური სესიები გაიმართა, რომლებიც ინდუსტრიისათვის ძალიან რელევანტურ და აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, CSRD და ESG ანგარიშგებას, ეთიკისა და სტრატეგიის კომბინაციასა და რაც მთავარია, გზებს, თუ როგორ შეუძლიათ ფირმებს გლობალური ცვლილებების გარემოში ადაპტაცია.
FEC-ისთვის, ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იციკ ამიელის სესიაზე დასწრება აღმოჩნდა, სადაც რეფერალების მართვის სტრატეგიები და კლიენტთა ქსელის ზრდა განიხილეს. ეს სესია სრულად ეხმიანებოდა FEC-ის მიზნებსა და ღირებულებებს, კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და მდგრადი ზრდის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, FEC-ი გაეცნო ღირებულ მიგნებებს გლობალური უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბაზრების შესახებ, ასევე გუნდი გაეცნო ევროკავშირის უახლესი საგადასახადო რეგულაციების შესახებ განახლებებს. მიღებული გამოცდილებები, FEC-ს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო დახვეწოს თავისი საკონსულტაციო სერვისები და კლიენტებს მაღალინფორმირებული, საერთაშორისო სტანდარტზე დაფუძნებული პრაქტიკული მიდგომები შესთავაზოს.
TAG Alliances საშემოდგომო კონფერენციის შესახებ
TAG Alliances ცნობილი გლობალური ქსელია, რომელიც ბუღალტერიის, ფინანსებისა და სამართლის სფეროში მოღვაწე ექსპერტებს აერთიანებს. Tag Alliance-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციები საერთაშორისო პლატფორმას ქმნის, სადაც ექსპერტები აზიარებენ საუკეთესო პრაქტიკებს, ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს და აწარმოებენ საინტერესო, სიღრმისეულ დისკუსიებს თავიანთი პროფესიული სფეროების მომავლისა და გამოწვევების შესახებ. ყოველწლიურად, ალიანსის წევრები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანისთვის საჭირო კავშირების დამყარების, პროფესიული განვითარებისა და მნიშვნელოვანი ცოდნის მიღების შესაძლებლობას ქმნის.
სოციალური პასუხისმგებლობა
FEC-ი, კონფერენციის ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო ღონისძიებაშიც ჩაერთო, სადაც თერეზა მაქსოვას ფონდთან ერთად, TAG-ის წევრებმა საჩუქრები ბავშვებისთვის მოამზადეს. ამ ჟესტით, კომპანია მიზნად ისახავდა პოზიტიური სოციალური გავლენის ხელშეწყობას სწორედ იმ ღირებულებების კვალდაკვალ, რომლებიც მათ ფინანსურ ინტერესებს სცილდება.
სამომავლო გეგმები
საბოლოო ჯამში, ამ მეტად საინტერესო გამოცდილებით, FEC-ის გუნდი მოტივირებული და პოზიტიურად შთაგონებულია, რაც მთავარია, 2024 წლის TAG Alliances საშემოდგომო კონფერენციიდან მიღებული ცოდნის აქტიურად გადმოთარგმნას კონფერენციის თითოეული მონაწილე ყოველდღიურ საქმიანობაში აპირებს, რათა კლიენტებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და სერვისი შესთავაზონ. სამომავლოდ, TAG Alliances-ის ბერლინის კონფერენცია იქნება ის დანიშნულების ადგილი, სადაც Financial Experts Corporation ახალი ხედვებითა და მოტივაციებით წარდგენას გეგმავს, რათა საქართველოს ფინანსურ საკონსულტაციო სექტორში საუკეთესო გლობალური სტანდარტის ჩამოყალიბება უწყვეტად გააგრძელოს.