მეწარმეთა კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - რა უნდა იცოდეთ

“მეწარმეთა შესახებ” კანონის ახალი რედაქცია  ძალაში 2022 წლის პირველ იანვარს შევიდა და, შედეგად, ამ მიმართულებით ქვეყანაში მთელი რიგი ახალი ცვლილებები ამოქმედდა. აქედან გამომდინარე, თუ სამეწარმეო საქმიანობას ეწევით, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ კონკრეტულად რა შეიცვალა და რა ახალი ვალდებულებები გეკისრებათ. ამ სტატიაში ოთხ მნიშვნელოვან სიახლეს გაგაცნობთ.

1. სადამფუძნებლო შეთანხმება

სადამფუძნებლო შეთანხმება შპს-ის წესდებასა და კანონით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს აერთიანებს. იგი წერილობით ფორმდება და მას სამეწარმეო საზოგადოების ყველა წევრი აწერს ხელს. დოკუმენტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა წარადგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმეს (კომპანიას) რეგისტრაციის გაუქმება ემუქრება.

 

2. წესდება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადამფუძნებლო შეთანხმება ასევე მოიცავს წესდებას. წესდება

შეთანხმებაა პარტნიორებს შორის, რომელიც მათ ურთიერთობასა და საწარმოს საქმიანობას განსაზღვრავს. ეს დოკუმენტი სამეწარმეო საზოგადოების ფორმების მიხედვით განსხვავდდება. კანონის ახალ რედაქციაში გვხდება სტანდარტული წესდება, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიერ. თუმცა, შესაძლებელია  არასტანდარტული წესდების გამოყენებაც, რომლესაც პარტნიორები წარადგენენ.

 

3. შპს-ის კაპიტალი

ახალ კანონში შპს-ის კაპიტალის სტრუქტურა უფრო მოქნილია. იგი სააქციო საზოგადოების კაპიტალის ძირითად თვისებებს იზიარებს. ეს ცვლილება საშუალებას გაძლევთ, ნებადართული წილები დასაშვები გახადოთ. გარდა ამისა, წილების განსხვავებული კლასების გამოშვებასაც შეძლებთ.

 

4. შპს-ის წილები

განახლებული კანონი შპს-ის კაპიტალს ორ კატეგორიად — განთავსებულ და ნებადართულ წილებად ყოფს:

ამის შედეგად, შპს-ს სააქციო საზოგადოების მსგავსი მექანიზმი დაემატა. საწარმოს აქვს შესაძლებლობა, როგორც ნომინალური ღირებულების მქონე, ასევე არმქონე წილები გამოუშვას. შპს-ს უკვე განთავსებული კაპიტალის ქონის საშუალებაც აქვთ.

საბოლოოდ, ახალი რედაქცია, რომელიც ევროკავშირში მოქმედ მსგავს კანონთანაა თანხვედრაში, მეწარმეებს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს, თუმცა იგი გარკვეულწილად ამარტივებს სამეწარმეო საქმიანობის ბიუროკრატიულ მხარეს და, იმედი გვაქვს, მისი უპირატესობა კანონის წინა ფორმასთან შედარებით მალე გამოიკვეთება.