მეწარმეთა კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - რა უნდა იცოდეთ

ქონების გადასახადი, საქართველოში, უძრავი ქონების მფლობელ ფიზიკურ პირთა ფინანსური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ კუთხით, საქართველოს კანონმდებლობა მკაფიო მითითებებს გასცემს, თუ ვისზე ვრცელდება გადასახადი და როგორ გამოითვლება იგი. იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურ პირთა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვადა 2024 წლის 1 ნოემბრითაა განსაზღვრული, ამ ბლოგში, კიდევ ერთხელ მიმოვიხილავთ იმ ძირითად პუნქტებს, რომელიც ინდივიდმა ქონების გადასახადის შესახებ უნდა იცოდეს. 

 

1. ვის ეხება დეკლარაციის საკითხი?

საქართველოში, ქონების გადასახადის დეკლარაცია უნდა წარადგინონ იმ ფიზიკურმა პირებმა (რეზიდენტმა და არარეზიდენტმა), რომლებიც:

  • საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებას ფლობენ და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. 

  • საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრ მიწას ფლობენ, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის;

 

2. ვინ მოიაზრება ოჯახის წევრად?

ქონების გადასახადის მიზნებისთვის, ოჯახის წევრებად ითვლებიან შემდეგი წევრები: მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, მათ შორის - გერი, ფიზიკურ პირთან მუდმივად მცხოვრები მშობლები, სრულწლოვანი შვილები, და-ძმა, ბებია, პაპა და შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. 


 

3. ვინ უნდა წარადგინოს დეკლარაცია?

როგორც წესი, დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელია ქონების მესაკუთრე. ეს ეხება ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საკუთრების უფლება დასაბეგრ ქონებაზე. იმ შემთხვევაში კი, როცა ოჯახის 2 ან მეტ წევრს გააჩნია დასაბეგრი ქონება, ერთიანი (საოჯახო) დეკლარაციის წარდგენა შეუძლია ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს, რომელშიც  მითითებული იქნება ოჯახის ყველა წევრი და მათი ქონება.

 

4. რა ვადაში და სად უნდა წარადგინოს პირმა ქონება? რა ვადაში უნდა მოხდეს გადასახადის გადახდა?

ფიზიკურ პირთა დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.rs.ge-ის მეშვეობით და დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 2024 წლის 1 ნოემბერია. დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, ქონების გადასახადის გადახდა, როგორც წესი, ხდება იმავე წლის 15 ნოემბრამდე. დეკლარაციის ფარგლებში დაწესებული გადასახადის გადახდა ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის ან ავტორიზებული ბანკების სერვისის მეშვეობით (როგორც ციფრულად, ასევე ფილიალში ფიზიკური ვიზიტის შემთხვევაშიც).

გასათვალისწინებელია, რომ უძრავი ქონების მფლობელებისთვის, ამ ვადის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ინდივიდებმა თავი აარიდონ საურავის დაკისრებას (საურავი მოიცავს გადასახდელი თანხის 0.05%-ს ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე). 

 

5. როგორ გაიანგარიშება ფიზიკური პირის ქონების გადასსახადი?

ქონების გადასახადის გაანგარიშება იმ დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებით ხდება, რომელიც პირმა დეკლარაციაში მიუთითა. დასაბეგრი მიწის შემთხვევაში კი, თანხა გამოითვლება ფართობის მიხედვით (არასასოფლო-სამეურნეო მიწა - კვ.მ-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო - ჰექტრებში). თანხობრივად კი, გაანგარიშება შემდეგია: 

 

  • 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

  • 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

 

6. რას მოიცავს ფიზიკური პირისთვის დასაბეგრი ქონება?

ფიზიკური პირის შემთხვევაში, დასაბეგრი ქონება მოიცავს ფიზიკური პირის  საკუთრებაში არსებუბლ მიწას, საცხოვრებელ კორპუსებს, კომერციულ უძრავ ქონებას და არსებულ სხვა ნაგებობებს, მათ შორის, თუნდაც დაუსრულებელ მშენებლობას, შენობა-ნაგებობებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში დასაბეგრ ქონებაში იგულისხმება იახტები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები, 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები. 

 

7. რა სახის შემოსავალი უნდა შეიტანოს პირმა მისი და ოჯახის მიერ მიღებულ შემოსავლებში?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფიზიკურმა პირებმა, ასევე, დეკლარაციაში უნდა მიუთითონ:

  •  ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

  • დარიცხული ხელფასი.

  •  ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის −  სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი  შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა დასაბეგრი შემოსავალი − სრული ოდენობით; 

 

8. ვის მივმართოთ დეკლარაციის მომზადებასა და წარდგენაში დასახმარებლად?

FEC-ის ფინანსურ ექსპერტთა გუნდი უზრნველყოფს ფიზიკურ პირთათვის ქონების დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით დეტალურ კონსულტაციას ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კანონონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის შევსებასთან  დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას,  იმ შემთხვავში თუ თქვენ მოგვანიჭებთ უფლებამოსილებას, გაგიწიოთ ზემოხსენებული მომსახურეობა.