შინაარსი
- 01ზოგადი დებულებები
- 02რა მონაცემებს ვაგროვებთ
- 03დამუშავების მიზნები
- 04დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
- 05ქუქი-ფაილები
- 06მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან
- 07მონაცემების შენახვის ვადა
- 08მონაცემთა უსაფრთხოება
- 09თქვენი უფლებები
- 10არასრულწლოვანთა მონაცემები
- 11ბმულები სხვა ვებგვერდებზე
- 12პოლიტიკაში ცვლილებები
- 13კონტაქტი
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს შპს Fin.Exp.Corporation, ს/კ 445393645 (შემდგომში — „FEC“, „ჩვენ“) იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც თქვენ გვაწვდით ვებგვერდით fec.ge სარგებლობისას ან ჩვენთან კომუნიკაციისას.
მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკით განსაზღვრულ პირობებს.
მონაცემთა დამმუშავებელი: შპს Fin.Exp.Corporation. მისამართი: ალ. პუშკინის ქუჩა 103, ბათუმი. ელფოსტა: [email protected].
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
მონაცემები, რომლებსაც თქვენ გვაწვდით
- სახელი და გვარი
- კომპანიის დასახელება
- ელფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- მომსახურების ტიპი, რომელიც გაინტერესებთ
- თქვენი შეტყობინების ან მოთხოვნის შინაარსი
- CV და თანდართული ინფორმაცია, თუ ვაკანსიაზე მოგვმართავთ
მონაცემები, რომლებიც ავტომატურად გროვდება
- IP მისამართი და მოწყობილობის ზოგადი მონაცემები
- ბრაუზერისა და ოპერაციული სისტემის ტიპი
- ვებგვერდზე მოქმედებების სტატისტიკა — ნანახი გვერდები, ვიზიტის ხანგრძლივობა, გადმოსვლის წყარო
- ქუქი-ფაილებით მიღებული ინფორმაცია
ვებგვერდზე არ ვაგროვებთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და არ ვითხოვთ საბანკო ბარათის მონაცემებს.
3. დამუშავების მიზნები
- თქვენს შეკითხვაზე ან მოთხოვნაზე პასუხის გაცემა და კონსულტაციის შეთავაზება
- მომსახურების შეთავაზების მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება
- მომსახურების გაწევა და კლიენტთან კომუნიკაცია
- კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება
- ვებგვერდის მუშაობის გაუმჯობესება და სტატისტიკური ანალიზი
- ვაკანსიაზე შემოსული განაცხადების განხილვა
4. დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი თანხმობის, ხელშეკრულების დადებისა და შესრულების, ჩვენი კანონიერი ინტერესის ან კანონით დაკისრებული ვალდებულების საფუძველზე. თანხმობის გამოხატვა ნებაყოფლობითია და მისი გამოთხოვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
5. ქუქი-ფაილები
ვებგვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს — მცირე ტექსტურ ფაილებს, რომლებიც თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ისინი საჭიროა ვებგვერდის გამართული მუშაობისთვის, თქვენი პარამეტრების დასამახსოვრებლად და ვიზიტების სტატისტიკის შესაგროვებლად.
- აუცილებელი ქუქი-ფაილები — უზრუნველყოფს ვებგვერდის ძირითად ფუნქციონირებას
- ანალიტიკური ქუქი-ფაილები — გვეხმარება გავიგოთ, როგორ სარგებლობენ ვიზიტორები ვებგვერდით
- ფუნქციური ქუქი-ფაილები — ინახავს თქვენს არჩეულ ენასა და პარამეტრებს
ქუქი-ფაილების მიღებაზე უარის თქმა ან წაშლა ბრაუზერის პარამეტრებიდან შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში ვებგვერდის ცალკეული ფუნქცია შესაძლოა შეიზღუდოს.
6. მონაცემების გაზიარება მესამე პირებთან
თქვენს პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ მესამე პირებს მარკეტინგული მიზნით. მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- მომსახურე პროვაიდერებთან, რომლებიც ჩვენი სახელით უზრუნველყოფენ ვებგვერდის ჰოსტინგს, ელფოსტასა და ანალიტიკას — მხოლოდ საჭირო მოცულობით
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში — უფლებამოსილი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე
- პროფესიულ მრჩევლებთან, კონფიდენციალურობის ვალდებულების დაცვით
- თქვენი ცალკე თანხმობის საფუძველზე
7. მონაცემების შენახვის ვადა
მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად ან კანონით დადგენილი ვადის დასაცავად. ვადის ამოწურვის შემდეგ მონაცემები იშლება ან ხდება მათი დეპერსონალიზაცია.
8. მონაცემთა უსაფრთხოება
ვიყენებთ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემების დაკარგვის, არასანქცირებული წვდომის, გამოყენების ან გამჟღავნებისგან დასაცავად. ჩვენი თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე მისი დასრულების შემდეგ.
9. თქვენი უფლებები
- მიიღოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები და რა მიზნით
- მოითხოვოთ მონაცემების ასლი
- მოითხოვოთ არასწორი ან არასრული მონაცემების გასწორება ან განახლება
- მოითხოვოთ მონაცემების წაშლა, განადგურება ან დამუშავების შეწყვეტა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
- გამოითხოვოთ ადრე გაცემული თანხმობა
- მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს
უფლების გამოსაყენებლად მოგვწერეთ [email protected]-ზე. პასუხს კანონით დადგენილ ვადაში მოგაწვდით.
10. არასრულწლოვანთა მონაცემები
ვებგვერდი განკუთვნილია ბიზნეს-აუდიტორიისთვის და მიზანმიმართულად არ ვაგროვებთ არასრულწლოვანთა მონაცემებს.
11. ბმულები სხვა ვებგვერდებზე
ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის რესურსებზე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და შიგთავსის შესახებ.
12. პოლიტიკაში ცვლილებები
პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად განახლდეს. განახლებული ვერსია ქვეყნდება ამავე გვერდზე ცვლილების თარიღის მითითებით.
13. კონტაქტი
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]-ზე ან დაგვიკავშირდით:
- ბათუმიჰილტონ რეზიდენსი, რუსთაველის გამზირი 40, ბათუმი+995 599 262 568
- ქობულეთირუსთაველის ქუჩა 369, ქობულეთი+995 599 262 568
- თბილისიი. ჭავჭავაძის გამზირი 39, თბილისი+995 599 262 568