ბუღალტრული მომსახურება და აუთსორსინგი
ვიღებთ თქვენს ბუღალტრულ აღრიცხვას სრული პროცესით: ყოველდღიური ოპერაციებიდან თვის დახურვამდე და წლიურ ფინანსურ ანგარიშგებამდე. თითოეულ კლიენტს ჰყავს კონკრეტული მენეჯერი, რომელიც პროცესს მიჰყვება, ხოლო ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 10 000 000 ლარით.
პირადი მენეჯერი
20+ წლიანი გამოცდილება
10 მლნ ₾ - პროფესიული დაზღვევა
01რას მოიცავს · 1/3
ყოველთვიური ბუღალტრული მომსახურება
სრული აღრიცხვა, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ჩარევას არ საჭიროებს.
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება
- საბანკო ოპერაციების მონიტორინგი და შედარება
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
- ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი ანგარიშგება
02რას მოიცავს · 2/3
ფინანსური ანგარიშგება
ანგარიშგება, რომელიც რეგულატორსაც აკმაყოფილებს და მფლობელს სრულ სურათს აჩვენებს.
- წლიური ფინანსური ანგარიშგება მოქმედი სტანდარტებით
- ანგარიშგების წარდგენა SARAS-ის პორტალზე
- ყოველთვიური და კვარტალური მმართველობითი ანგარიშგება
- ანგარიშგება უცხოელი დამფუძნებლისა და სათავო კომპანიისთვის
03რას მოიცავს · 3/3
მთავარი ბუღალტრისა და ფინანსური დირექტორის ფუნქცია
როცა ბიზნესს გამოცდილი ფინანსისტი სჭირდება, მაგრამ შტატში აყვანა ჯერ ადრეა.
- მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი
- ფინანსური დირექტორის (CFO) ფუნქციის აუთსორსინგი
- სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა
- არსებული აღრიცხვის აღდგენა და მოწესრიგება
ვისთვის არის
მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც შიდა ბუღალტერიის შენახვა არ სჭირდება; სწრაფად მზარდი კომპანიები; უცხოური კომპანიების ქართული შვილობილები და ფილიალები.