საგადასახადო კონსულტაცია და დაგეგმვა
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ხშირად იცვლება და ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა სტრუქტურით სხვადასხვა შედეგს იძლევა. ჩვენი გუნდი საქმის წარმოების დაწყებამდე ერთვება - რომ სწორი მოდელი წინასწარ შეირჩეს.
დაგეგმვა
ფასწარმოქმნა
წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურში
01რას მოიცავს · 1/3
საგადასახადო დაგეგმვა და კონსულტაცია
ჯერ სწორი სტრუქტურა, შემდეგ ოპერაცია.
- საგადასახადო ვალდებულებების შეფასება კომპანიის დაფუძნებამდე
- ოპერაციების დაგეგმვა და ოპტიმალური მოდელის შერჩევა
- ხელშეკრულებების საგადასახადო ექსპერტიზა ხელმოწერამდე
- მუდმივი და ერთჯერადი კონსულტაცია მიმდინარე საკითხებზე
02რას მოიცავს · 2/3
საგადასახადო შესაბამისობა
შემოწმება იმაზე ადრე, ვიდრე შემმოწმებელი მოვა.
- საგადასახადო ანგარიშგების შესაბამისობის შემოწმება
- გასული და მიმდინარე პერიოდის საგადასახადო მიმოხილვა
- რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია
- დახმარება წინასწარი გადაწყვეტილების (advance ruling) მიღებაში
03რას მოიცავს · 3/3
ტრანსფერული ფასწარმოქმნა და დავები
საერთაშორისო სტრუქტურა - იქ, სადაც რისკი ყველაზე ხშირად ჩნდება.
- არარეზიდენტ დამფუძნებელსა და ქართულ კომპანიას შორის ურთიერთობების ანალიზი
- ტრანსფერული ფასწარმოქმნის (Transfer Pricing) რისკების შეფასება
- საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ანგარიშგება
- წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურში და საგადასახადო დავებში
ვისთვის არის
უცხოელი ინვესტორები და არარეზიდენტი დამფუძნებლები; კომპანიები, რომლებიც დიდ ხელშეკრულებას აფორმებენ; ბიზნესი, რომელსაც მიმდინარე დავა აქვს ან შემოწმებას ელოდება.