სფეროები, სადაც ვმუშაობთ
400-ზე მეტი კლიენტი 25 დარგში. თითოეულ სფეროს თავისი საგადასახადო, სააღრიცხვო და რეგულაციური სპეციფიკა აქვს - და ჩვენ მას ყოველდღიური სამუშაოდან ვიცნობთ.
ბუღალტერია და აუდიტი ლოჯისტიკური კომპანიებისთვის
ლოჯისტიკური ბიზნესი ყოველდღიურად მუშაობს რამდენიმე ქვეყანასთან, ვალუტასთან და საბაჟო რეჟიმთან. ერთი არასწორად დაბეგრილი ოპერაცია თვის ბოლოს დიდ რისკად იქცევა. ჩვენ ვიცნობთ ტრანსპორტის, ტვირთის გადაზიდვისა და ტერმინალების სპეციფიკას და აღრიცხვას ისე ვაწყობთ, რომ ოპერაციებს არ ჩამორჩეს.
სფეროს გამოწვევები
- 01საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ით დაბეგვრის სპეციფიკა
- 02მრავალვალუტიანი ოპერაციები და საკურსო სხვაობები
- 03საბაჟო რეჟიმები და რეექსპორტი
- 04ავტოპარკისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
აუდიტი, ბუღალტერია და გადასახადები დეველოპერებისთვის
დეველოპერული პროექტი წლობით გრძელდება და ყოველ ეტაპს თავისი საგადასახადო შედეგი აქვს: მიწის შეძენა, კონტრაქტორთან ხელშეკრულება, წინასწარი გაყიდვები, ფართების რეგისტრაცია. ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დეველოპერებს, რომლებიც ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აშენებენ.
სფეროს გამოწვევები
- 01წინასწარი გაყიდვებისა და ავანსების დღგ-ით დაბეგვრა
- 02გრძელვადიანი პროექტების შემოსავლის აღიარება
- 03უცხოელი დეველოპერის სტრუქტურა და ტრანსფერული ფასწარმოქმნა
- 04მიწისა და ფართების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
ბუღალტერია და გადასახადები სავაჭრო კომპანიებისთვის
სავაჭრო ბიზნესში მოგება დეტალებშია: მარაგების სწორ აღრიცხვაში, იმპორტის დღგ-ში, დებიტორულ დავალიანებასა და რამდენიმე საწყობს შორის მოძრაობაში. ვეხმარებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის, იმპორტისა და დისტრიბუციის კომპანიებს, რომ ციფრები რეალურ სურათს აჩვენებდეს.
სფეროს გამოწვევები
- 01მარაგების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია
- 02იმპორტის დღგ და საბაჟო პროცედურები
- 03მარჟისა და თვითღირებულების კონტროლი
- 04დებიტორული დავალიანების მართვა
ფინანსური მომსახურება მწარმოებელი კომპანიებისთვის
მწარმოებელ კომპანიას სჭირდება ნედლეულის, დაუმთავრებელი წარმოებისა და მზა პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა, ასევე დანადგარების და აქტივების სწორი შეფასება. ამასთან, ქართული წარმოება სახელმწიფო პროგრამების ძირითადი მიმართულებაა - და ჩვენ ამ პროგრამის რეგისტრირებული კონსულტანტი ვართ.
სფეროს გამოწვევები
- 01თვითღირებულების კალკულაცია და ხარჯების განაწილება
- 02ნედლეულისა და დაუმთავრებელი წარმოების აღრიცხვა
- 03დანადგარებისა და ძირითადი საშუალებების შეფასება
- 04სახელმწიფო პროგრამებისა და საბანკო დაფინანსების მოთხოვნები
ბუღალტერია და აუდიტი მომსახურებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის
კლინიკები, სერვისული და პროფესიული კომპანიები მუშაობენ მკაცრი რეგულაციისა და დიდი გუნდის პირობებში. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელფასების ზუსტი აღრიცხვა, სწორი სახელშეკრულებო ბაზა და სამედიცინო მომსახურების დაბეგვრის სპეციფიკის ცოდნა.
სფეროს გამოწვევები
- 01სამედიცინო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის სპეციფიკა
- 02დიდი გუნდის ხელფასები და კადრების დოკუმენტაცია
- 03ლიცენზიებთან და რეგულაციასთან შესაბამისობა
- 04პაციენტებთან და კლიენტებთან ხელშეკრულებები
აუდიტი და საგადასახადო კონსულტაცია ენერგეტიკული კომპანიებისთვის
ქარის, ჰიდრო და მზის ენერგეტიკული პროექტები დიდ, გრძელვადიან ინვესტიციას მოითხოვს - ხშირად საერთაშორისო ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. ასეთ პროექტებს სჭირდება ანგარიშგება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, და საგადასახადო სტრუქტურა, რომელიც პროექტის მთელ ციკლს ითვალისწინებს.
სფეროს გამოწვევები
- 01IFRS-ზე მორგებული ანგარიშგება ინვესტორისა და ბანკისთვის
- 02გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა და ცვეთა
- 03საერთაშორისო ინვესტორის საგადასახადო სტრუქტურა
- 04რეგულატორისა და ლიცენზიის მოთხოვნები
ბუღალტერია, აუდიტი და HACCP სასტუმროებისთვის
სასტუმრო ბიზნესი სეზონურია, გუნდი ცვალებადი, ხოლო მოთხოვნები - მკაცრი: ფინანსური ანგარიშგება მფლობელისა და ოპერატორისთვის, სეზონური პერსონალის დოკუმენტაცია, კვების და სახანძრო უსაფრთხოება. FEC ერთ გუნდში აერთიანებს ყველაფერს, რაც სასტუმროს ამისთვის სჭირდება.
სფეროს გამოწვევები
- 01სეზონური შემოსავლები და ფულადი ნაკადების დაგეგმვა
- 02სეზონური პერსონალის ხელფასები და შრომითი დოკუმენტაცია
- 03HACCP და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები
- 04ანგარიშგება მფლობელისა და მმართველი ოპერატორისთვის
გაესაუბრეთ ჩვენს ექსპერტს
დაგვიტოვეთ თქვენი მოთხოვნა და ჩვენი ექსპერტი მალე დაგიკავშირდებათ.