აუდიტორული მომსახურება საქართველოში
FEC რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში ნომრით SARAS-F-758026, რაც კანონით სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებას გვაძლევს. ვმუშაობთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით (ISA) და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 10 000 000 ლარით.
SARAS-F-758026 - სახელმწიფო რეესტრი
ISA - საერთაშორისო სტანდარტები
10 მლნ ₾ - პროფესიული დაზღვევა
01რას მოიცავს · 1/3
სავალდებულო აუდიტი
დამოუკიდებელი აუდიტი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
- რისკზე დაფუძნებული მიდგომა, მორგებული თქვენს დარგზე
- შიდა კონტროლისა და ანგარიშგების სისტემის შეფასება
- ფინანსური ანგარიშგების სიზუსტისა და სისრულის შემოწმება
- აუდიტორული დასკვნა და მენეჯმენტის წერილი რეკომენდაციებით
02რას მოიცავს · 2/3
მარწმუნებელი და სპეციალური დანიშნულების მომსახურება
მიზნობრივი შემოწმება კონკრეტული ბიზნეს-საჭიროებისთვის.
- ანგარიშგების ცალკეული კომპონენტის აუდიტი ან მიმოხილვა
- შუალედური მიმოხილვა - კვარტალური და ნახევარწლიური
- Due diligence გარიგებებისა და ინვესტიციების წინ
- გრანტებისა და დონორული პროექტების აუდიტი
03რას მოიცავს · 3/3
IFRS-ზე გადასვლა
ადგილობრივი პრაქტიკიდან საერთაშორისო სტანდარტებზე - სწორი თანმიმდევრობით.
- სხვაობის ანალიზი არსებულ ანგარიშგებასა და IFRS-ს შორის
- შედარებითი ფინანსური ინფორმაციის გადაანგარიშება
- IFRS-ზე მორგებული სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება
- გუნდის ტრენინგი ძირითად სტანდარტებზე
ვისთვის არის
კომპანიები, რომლებსაც კანონით ევალებათ აუდიტი; ბიზნესი, რომელიც ბანკთან ან ინვესტორთან მოლაპარაკებას აწარმოებს; ორგანიზაციები, რომლებიც დონორის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან