იურიდიული მომსახურება ბიზნესებისთვის
ხელშეკრულება მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი არ არის - ის საგადასახადო შედეგსაც ქმნის. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ იურისტი და საგადასახადო კონსულტანტი ერთ გუნდში მუშაობენ და დოკუმენტს ორივე კუთხით ამოწმებენ.
იურიდიული და საგადასახადო - ერთ გუნდში
კორპორატიული სამართალი
წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში
01რას მოიცავს · 1/3
სახელშეკრულებო სამართალი
დოკუმენტი, რომელიც დავის დროსაც მუშაობს.
- ნასყიდობის, ქირავნობის, იჯარისა და მომსახურების ხელშეკრულებების შედგენა
- არსებული ხელშეკრულებების ექსპერტიზა და ცვლილებების მომზადება
- ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული პროცედურები
- მოლაპარაკებებში მონაწილეობა კლიენტის მხარეს
02რას მოიცავს · 2/3
კორპორატიული სამართალი
კომპანიის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპი - ერთ ადგილას.
- წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმებების მომზადება
- კორპორატიული გადაწყვეტილებებისა და ოქმების შედგენა
- რეორგანიზაცია - შერწყმა, მიერთება, გაყოფა, გარდაქმნა
- გარიგებებისა და წილის ყიდვა-გაყიდვის სამართლებრივი მხარდაჭერა
03რას მოიცავს · 3/3
ადმინისტრაციული სამართალი და წარმომადგენლობა
როცა მეორე მხარე სახელმწიფო ორგანოა.
- წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში
- ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების მომზადება
- მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
- ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის მხარდაჭერა
ვისთვის არის
კომპანიები, რომლებიც იწყებენ ან რესტრუქტურიზაციას გადიან; უცხოელი ინვესტორები; ბიზნესი, რომელსაც მსხვილი გარიგება ან სახელმწიფო ორგანოსთან დავა აქვს.