შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ასპექტები: „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების პროცედურა, დამსაქმებელზე დაკისრებული ვალდებულებები და ის მოთხოვნები, რომლებიც უცხოელი მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას შეეხება.
ცვლილებები პირდაპირ ეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც უცხოელი თანამშრომლები ჰყავთ ან გეგმავენ მათ დასაქმებას — განსაკუთრებით მშენებლობის, სასტუმროებისა და წარმოების სექტორში, სადაც უცხოური კადრის წილი მაღალია.
ჩვენი რეკომენდაციაა, კომპანიებმა წინასწარ შეამოწმონ არსებული შრომითი ხელშეკრულებები და დოკუმენტაცია და დროულად მოერგონ ახალ მოთხოვნებს — რეგულაციის დარღვევა დამსაქმებლისთვის ფინანსურ და ადმინისტრაციულ შედეგებს იწვევს.
FEC-ის HR და იურიდიული გუნდი კომპანიებს ეხმარება დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ახალ წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.